პროექტის სახელწოდება: ფოლკლორი, როგორც ეროვნულ-კულტურული საგანძური
პროექტის აღწერა:
საერთო გლობალიზაციის ფონზე, აუცილებელია მოსწავლეებში ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის პროპაგანდა. ბავშვებმა ახლოს უნდა გაიცნონ ისტორიული წარსული, რომ შეძლონ თვითმყოფადი ქართული კულტურის შენარჩუნება.
პროექტის მონაწილეთა ასაკი: მე-7 კლასი.
პროექტის მიზანი:
Ø საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ფოლკლორული მასალების მოგროვება;
Ø მხატვრულ-შემოქმედებითი უნარების განვითარება;
Ø ეროვნულ-კულტურული მემკვიდრეობის პროპაგანდა;
Ø საკუთარი თავის, როგორც ეროვნულ-კულტურული მემკვიდრეობის მატარებლის, გააზრება.
განხორციელების გზები:
· მოსწავლეები, ზაფხულის არდადეგების პერიოდში მოიძიებენ ფოლკლორულ მასალებს
· ფოლკლორული მასალების მოსაძიებლად გამოიყენებენ ტექნიკურ საშუალებებს (ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, დიქტოფონი, საწერი კალამი, ფურცლები...).
Ø მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოიძიებენ ფოლკლორულ მასალებს (ზღაპრებს, თქმულებებს, ანდაზებს, გამოცანებს, კაფიებს, შაირებს...);
Ø მოგროვილი მასალებით შექმიან ფოტო და ვიდეოალბომებს;
Ø განუვითარდებათ მხატვრულ-შემოქმედებითი, კომუნიკაციის, ინტერვიუერის უნარ-ჩვევები;
Ø მასალების მოგროვებით, დახარისხებით უკეთესად გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას;
Ø ეროვნულ-კულტურული მემკვიდრეობის გაცნობით, საკუთარ თავს მოიაზრებენ ამ მემკვიდრეობის ნაწილად;
Ø შეძენილი ცოდნის ურთიერთგაზიარების მიზნით, მოსწავლეები ჩაატარებენ პრეზენტაციას.
წინასწარი ცოდნა:
Ø სასწავლო პროცესში მოსწავლეები გაეცნოებიან ცნობილი ადამიანების მიერ ჩაწერილ ფოლკლორულ ნიმუშებს;
Ø მასწავლებლის დახმარებით, გაეცნობიან ინტერვიუს ჩაწერის წესებს.
ტექნიკური საშუალებები:
ფოტოაპარატი;
ვიდეოკამერა;
დიქტოფონი;
საწერი კალამი;
ფურცლები.
პროექტის ვადები/ხანგრძლივობა: 2013 წლის ზაფხულის არდადეგები
პროექტის ხელმძღვანელი: მასწავლებელი – ნონა კევლიშვილი
ხემძღვანელის ფოსტა- nonakev@gmail.com
http://nonakev.blogspot.com/ ხელმძღვანელის ბლოგი
სკოლა: ქ. თბილისის 149-ე საჯარო სკოლა