Monday, April 8, 2013



პროექტის სახელწოდება: ფოლკლორი, როგორც ეროვნულ-კულტურული საგანძური
პროექტის აღწერა:
საერთო გლობალიზაციის ფონზე, აუცილებელია მოსწავლეებში ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის პროპაგანდა. ბავშვებმა ახლოს უნდა გაიცნონ ისტორიული წარსული, რომ შეძლონ თვითმყოფადი ქართული  კულტურის შენარჩუნება.


პროექტის მონაწილეთა ასაკი: მე-7 კლასი.
პროექტის მიზანი:
Ø  საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ფოლკლორული მასალების მოგროვება;
Ø  მხატვრულ-შემოქმედებითი უნარების განვითარება;
Ø  ეროვნულ-კულტურული მემკვიდრეობის პროპაგანდა;
Ø  საკუთარი თავის, როგორც ეროვნულ-კულტურული მემკვიდრეობის მატარებლის, გააზრება.
განხორციელების გზები:
·    მოსწავლეები, ზაფხულის არდადეგების პერიოდში მოიძიებენ ფოლკლორულ მასალებს
·    ფოლკლორული მასალების მოსაძიებლად გამოიყენებენ ტექნიკურ საშუალებებს (ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, დიქტოფონი, საწერი კალამი, ფურცლები...).

მოსალოდნელი შედეგები:


Ø  მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოიძიებენ ფოლკლორულ მასალებს (ზღაპრებს, თქმულებებს, ანდაზებს, გამოცანებს, კაფიებს, შაირებს...);
Ø  მოგროვილი მასალებით შექმიან ფოტო და ვიდეოალბომებს;
Ø  განუვითარდებათ მხატვრულ-შემოქმედებითი, კომუნიკაციის, ინტერვიუერის უნარ-ჩვევები;
Ø  მასალების მოგროვებით, დახარისხებით უკეთესად გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას;
Ø  ეროვნულ-კულტურული მემკვიდრეობის გაცნობით, საკუთარ თავს მოიაზრებენ ამ მემკვიდრეობის ნაწილად;
Ø  შეძენილი ცოდნის ურთიერთგაზიარების მიზნით, მოსწავლეები ჩაატარებენ პრეზენტაციას.

 წინასწარი ცოდნა:
Ø  სასწავლო პროცესში მოსწავლეები გაეცნოებიან ცნობილი ადამიანების მიერ ჩაწერილ ფოლკლორულ ნიმუშებს;
Ø  მასწავლებლის დახმარებით, გაეცნობიან ინტერვიუს ჩაწერის წესებს.
ტექნიკური საშუალებები:
ფოტოაპარატი;
ვიდეოკამერა;
დიქტოფონი;
საწერი კალამი;
ფურცლები.        

პროექტის ვადები/ხანგრძლივობა: 2013 წლის ზაფხულის არდადეგები
პროექტის ხელმძღვანელი: მასწავლებელი – ნონა კევლიშვილი
 ხემძღვანელის ფოსტა- nonakev@gmail.com
http://nonakev.blogspot.com/ ხელმძღვანელის ბლოგი
სკოლა: ქ. თბილისის 149-ე საჯარო სკოლა

Sunday, March 24, 2013

ჩემ შესახებ

ვარ ნონა კევლიშვილი,ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი,ვასწავლი 149-ე საჯარო სკოლაში,ძალიან მიყვარს ბავშვები.